პრეზიდენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყება აბიტურიენტებს ქუთაისიდან მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში, ქუთაისის საგამოცდო ცენტრს ეწვივნენ და აბიტურიენტების რეგისტრაციის პროცესს დაესწრნენ.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყნის მომავალი აბიტურიენტების ხელშია, ცოდნა, განათლება და პროფესიონალიზმი არის ის, რაც ჩვენს მომავალს განაპირობებს.

 

"დღეს ქუთაისში ვიმყოფებით და აქედან მინდა მოვულოცო ყველა აბიტურიენტს, ვინც წელს აბარებს ეროვნულ გამოცდებს. მინდა ვუსურვო წარმატებები. მართალია, ეს წელი ცოტა განსხვავებულია, რადგან პანდემიის ფონზე ძალიან ბევრი რეგულაციაა. მგონია, რომ საგამოცდო პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ვნახე ყველაფერი ის, რაც მომზადებულია, იმისათვის რომ ამ პირობებში, მინიმუმზე იყოს დაყვანილი ნებისმიერი საფრთხე და მე მგონი, ყველაფერ ძალიან კარგად მიმდინარეობს.

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და ის შემდომი ცხოვრების საწყისია. ამ ქვეყნის მომავალი ამ აბიტურიენტების ხელშია. ცოდნა, განათლება და პროფესონალიზმი - ეს არის ის, რაც განაპირობებს ჩვენს ყველას მომავალს და პირველ რიგში, მათ მომავალს. ასე რომ, წამატებები, წარმატებები და წარმატებები", - მიმართა სალომე ზურაბიშვილმა აბიტურიენტებს.

 

აბიტურიენტებს წარმატება უსურვა სახელმწიფო რწმუნებულმა.

 

"წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ახალგაზრდებს მათი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე ქუთაისიდან. როგორც ვიცით  საერთაშორისო უნივერსიტეტის წელს უკვე სტუდენტების ახალ ნაკადს მიიღებს და დარწმუნებული ვარ, ქუთაისი ძალიან მალე გახდება საუნივერსიტეტო ჰაბი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელს რეგიონში", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

წაკითხვა 294 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 06 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.