"გიორგის ბოლომდე ვინც დაედევნა და რამდენი იყვნენ ისიც ვიცი" - მირიან ნიკოლაძე

გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძის განცხადებით, მისთვის ცნობილია იმ ადამიანების ვინაობა, ვინც მას დაედევნენ.

"ერთია რამდენი ადამიანი მისდევდა და შემდეგ გიორგის ბოლომდე ვინ მიჰყვა. გიორგის ბოლომდე ვინც მიჰყვა ისიც ვიცი, რამდენი გაყვნენ ისიც ვიცი და ციხიდან რომ არ გამოვახედებ ისიც ვიცი. რამოდენიმე ადამიანი დაედევნა. ერთი ადამიანი არ იყო, მაგრამ ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით, რამდენი იყო. ამირხანაშვილთან დარჩა რაღაც ნაწილი და რაღაც ნაწილი გაეკიდა ქვემოთ გიორგის" - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ. 

 

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნიკოლაძემ განაცხადა, რომ "ტოიოტა ქამრიში" მყოფი ექვსივე პირი იყოს ბრალდებული 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობს გულისხმობს. 

წაკითხვა 412 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 10 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.