ამ გვერდის ამობედვა

მესტიაში 13 წლის მოზარდს ეძებენ

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლენჯერში 13 წლის მოზარდს ეძებენ.

არსებული ინფორმაციით, ბიჭი სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ 18 ივლისს დილით გავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა.

 

109821686 905462926605330 4923668518395123437 n

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან მიმდინარეობს და პროცესში 20 მეხანძრე-მაშველი და დრონია ჩართული.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

წაკითხვა 376 ჯერ