ამ გვერდის ამობედვა

დღეიდან 100 კაციანი ქორწილები ნებადართულია

დღეიდან 100 კაციანი ქორწილები ნებადართულია.

ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

 

ქორწილში, იბილეზე და ნებისმიერ რიტუალურ ღონისძიებებზე, დამსწრეთა რეკომენდებული მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანით განისაზღვრა და დასაშვები გახდა მხოლოდ ღია სივრცეში.

 

საბჭომ გასულ კვირას უკვე დაუშვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზება ღია სივრცეში, ასევე ნებადართული გახდა დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის დაცვით.

 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს სხვა საქმიანობების გახსნაზე ეტაპობრივად მიიღებს.

წაკითხვა 317 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 20 2020

სიახლეები