"აწამეს და მოკლეს ბავშვი" -23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამა

აწამეს და მოკლეს ბავშვი, ასპროცენტიანია, აქედან მოტყუებით გაიყვანეს, - ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ის შვილის გარდაცვალების საქმეს თამარ ბაჩალიაშვილის სამსახურსაც უკავშირებს.

 

„ხუთი დღეა ვეხვეწები, ბავშვი დავკარგე ხალხო, ვითომ ეძებენ, გაძღებიან, სვამენ და ვიყავითო მეუბნებიან. ერთ ადგილას ვიყავითო გვითხრეს, მივედი იმ ადგილას, სოფელში და აქ პოლიცია არ ყოფილა დღესო. არ ვიცით, ბავშვს აქვს თუ არა დაზიანებები. აწამეს და მოკლეს ბავშვი, ასპროცენტიანია. აქედან მოტყუებით გაიყვანეს. სამსახურში ზეწოლის ქვეშ იყო. ან მეორე ვერსიაა, სხვა ვარიანტი, ვინმე ბიჭმა მოიტაცა. სამსახურზე ვფიქრობ უფრო, იქიდან რომ მოდიოდა სულ აგრესიული იყო, ორჯერ -სამჯერ ტიროდა კიდეც“ , - განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის მამამ.

 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

წაკითხვა 445 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.