ამ გვერდის ამობედვა

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სახლში გადაასვენეს.

ექსპერტიზის ბიუროსთან იმყოფებოდა გარდაცვლილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი, რომელმაც დღეს მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

 

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს ოჯახი და სამართალდამცველები 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ის გუშინ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

წაკითხვა 417 ჯერ