"შესაძლოა ისევ ჩაკეტვის და შეზღუდვების წინაშე დავდგეთ" - ბექა ფერაძე

თუ მოქალაქეები და ბიზნესი არ დაიცავს რეგულაციებს, ჩაკეტვის და შეზღუდვების წინაშე კვლავ შეიძლება აღმოვჩნდეთ, - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხარვეზების აღმოჩენისას, სანქციები, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში იქნება გამოყენებული. 

 

„ჩვენ დადასტურებულად გვქვს ინფორმაცია, როცა კომპანია იხსნება, მათ იციან, როგორ უნდა დაიცვან პროტოკოლი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის განსაზღვრული. შერჩევითი კონტროლით, ყველა სექტორის მიმართ განხორციელდება გადამოწმება და იმ შემთხვევაში თუ დაფიქსირდება ხარვეზები, უკიდურესი აუცილებლობის შემთხევაში სანქციებს გამოვიყენებთ. იმ შემთხვევაში თუ თითოეული ბიზნეს სუბიექტი და მოქალაქე არ დაიცავს რეგულაციას, ეპიდსიტუაცია გართულდება და ჩვენ, შესაძლოა, ჩაკეტვების და შეზღუდვების წინაშე მეორედ დავდგეთ," - აღნიშნა ბექა ფერაძემ.

წაკითხვა 342 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 28 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.