ამ გვერდის ამობედვა

როგორ მოხდება რაჭის სოფლების პროდუქტებითა და მედიკამენტებით მომარაგება

სტიქიის შედეგად დაზიანებული ყველა ადგილი ვნახეთ. 

ვგეგმავთ, ის რამდენიმე დღე, ვიდრე სოფლები მოწყვეტილი იქნება, როგორ მოხდება დაკავშირება, პროდუქტებითა და მედიკამენტებით მომარაგება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა განაცხადა.

 

„დაახლოებით დილის 5 საათიდან დაიწყო სტიქია, ძალიან უხვი ნალექი იყო. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებია გზებზე, ზოგიერთ შემთხვევაში მარტივად შეიძლება აღმოიფხვრას პრობლემა, ზოგან კი უფრო რთული სამუშაოა ჩასატარებელი. რაც შეეხება წყალს, ონის სათავე ნაგებობებიდან გამოდის ორი ცენტრალური მაგისტრალი. საბედნიეროდ, ერთი მაგისტრალი დაზიანებული არ არის და ქალაქს წყალი მიეწოდება. მდინარისთვის კალაპოტის შეცვლის შემდეგ, ვიმედოვნებთ, რომ ტექნიკური ჯგუფები კიდევ უფრო გამართავენ წყლის მილებს და მოსახლეობის წყალმომარაგებაში შეფერხება არ გვექნება,“ - აცხადებს ილია ბეგიაშვილი.

 

მისივე ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან უკვე გამოიყვანეს ის მოქალაქეები, ვინც დახმარებას ითხოვდა და ამ დროისთვის არც ერთ სოფელში ევაკუაციასთან დაკავშირებული პრობლემა არ არის. 

წაკითხვა 301 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 29 2020

სიახლეები