ამ გვერდის ამობედვა

არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამა შაქარაშვილის მხარდამჭერი მაისურით გამოჩნდა

„შაქარაშვილის მკვლელებმა არ გაიხარონ",- გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის, ზ.ხ-ს მამა სასამართლოში, შაქარაშვილის მხარდამჭერი მაისურით მივიდა.

არასრულწლოვანის მამას, მაისურის წინა მხარეს, შაქარაშვილის ბიძის სურათი აქვს ამობეჭდილი წარწერით: „მაგ სიმართლით იარე.“

 

მისი თქმით, მირიან ნიკოლაძეს საქმის გამოძიება არ აინტერესებს.

 

„მკვლელი ჩემი შვილიც რომ იყოს, სამუდამო პატიმრობა უნდა მიუსაჯო, მაგრამ მირიან ნიკოლაძე რასაც ლაპარაკობს, იმის მაგივრად, რომ გამოძიების ყველა დეტალს ჩაეძიოს და შეცდომა არ გაიპაროს, ყველაფერს ხელს აფარებს. მე უფრო მაინტერესებს საქმის გამოძიება ვიდრე მაგ კაცს,“- განაცხადა არასრულწლოვანის მამამ.

 

არასრულწლოვანი ზ.ხ. ტოიოტა ქამრის ინციდენტში მონაწილეობდა.

წაკითხვა 372 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 31 2020

სიახლეები