ამ გვერდის ამობედვა

251 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

251 დევნილ ოჯახს თბილისში, „დირსის“ დასახლებაში საცხოვრებელი ბინები გადაეცა. 

არ არსებობს სხვა გზა მშვიდობის გარდა, ჩვენი ყველაზე დიდი შრომა არის ის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი მიწა მშვიდობიანი გზით, ყოველდღიური შრომით, ყოველდღიური სწავლით, ამ ბავშვების მომავლით, მათ განათლებით და რაც მთავარია, წარმატებული, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 251 დევნილი ოჯახისთვის დირსის ახალაშენებულ კორპუსებში ბინების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა. 

 

მთავრობის მეთაურთან ერთად 251 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

მთავრობის მეთაურმა და მინისტრმა რამდენიმე დევნილ ოჯახს სიმბოლურად ახალი ბინების გასაღებები პირადად გადასცეს.

წაკითხვა 262 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 08 2020