ამ გვერდის ამობედვა

მოწოდება ქუთაისელებს: - ჩვენ ვერ შევეგუებით ქუთაისის ძარცვას!

"ჩვენ ვერ შევეგუებით ქუთაისის ძარცვას! "- ასეთი შინაარსის პოსტერები გამოჩნდა დღეს ქვეყნის მეორე ქალაქის, ქუთაისის ქუჩებში.

პოსტერებზე ჩამოთვლილია პარლამენტი და ყველა ის საჯარო დაწესებულება (სემეკი, კონტროლის პალატა, საგზაო დეპარტამენტი), რომლებიც "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ქუთაისს წაართვა.

 

ამ ფორმით პოსტერაქციის ავტორი,  მოძრაობა "დატოვე პარლამენტი ქუთაისში"  არჩევნებამდე კიდევ ერთხელ მოუწოდებს თანაქალაქელებს, რომ 31 ოქტომბერს მხარი დაუჭირონ მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც ქუთაისში პარლამენტის დაბრუნების პირობა დადეს.

 

მოძრაობუს წევრებმა დღეს ფლაერებიც დაარიგეს.

 

 
წაკითხვა 343 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 28 2020