ამ გვერდის ამობედვა

დღეიდან პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება

დღეიდან პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა მარია ცქიტიშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება.

 

„მივიღეთ გადაწყვეტილება, პირბადეების ტარება არა მხოლოდ დახურულ სივრცეში, არამედ ღია სივრცეშიც სავალდებულო იყოს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

მისივე თქმით, პირბადეების ტარებაზე იქნება დაწესებული ისეთი სანქციები და რეგულაცია, როგორიც არის, დახურულ სივრცეში, ეს არის 20-ლარიანი ჯარიმა, რომელიც მოქმედებს. "დახურულ სივრცეში პირბადეების ტარება დღესაც სავალდებულოა, უბრალოდ ვაფართოებთ და პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეებშიც", -განაცხადა ცქიტიშვილმა.

წაკითხვა 215 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 04 2020