როგორი ამინიდია მოსალოდნელი საქართველოში
16-19 ნოემბერს საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში 17-19 ნოემბერს +10, +15 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში 18-19 ნოემბერს მოიღრუბლება. მოსალოდნელია ცივი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი. მთაში და მაღალმთაში მოთოვს. ბარშიც 19 ნოემბერს შესაძლოა თოვლჭყაპი აღნიშნოს. ჰაერის ტემპერატურა ბარში 19 ნოემბერს დღისით +1, +6 გრადუსამდე დაიკლებს.
თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 16-17 ნოემბერს +13, +14 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 19 ნოემბერს აცივდება, მოსალოდნელია ნისლი და დღის ბოლოს შესაძლებელია თოვლჭყაპიც. ტემპერატურა დღისით +3, +5 გრადუსამდე დაიკლებს.
ტეგები:
სიახლეები
- "საქართველო ჩამოდგა რუსთაველზე საქართველოს გადასარჩენად" - თაკო ჩარკვიანი
- "ივანიშვილის უძლეველობის მითი დანგრეულია" - გიორგი გახარია
- "არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს, საქართველოს გზა ევროპაშია"- ბუდუ ზივზივაძე
- Anonymous-ი აცხადებს, რომ საქართველოს შს სამინისტროს ვებგვერდი გატეხა
- "არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყანა, თავისუფლება საქართველოს და არა ძალადობას, არა რუსეთს!" - გიორგი ქოჩორაშვილი