დეკემბერი 09 2022 წაკითხვა 264 ჯერ

“ქვეყანაში ვირუსების აქტიური გავრცელება განსაკუთრებით შემოდგომის მიწურულიდან დაიწყო და კლინიკებში პაციენტების მიმართვიანობა მკვეთრად გაზრდილია. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ რამდენიმე ვირუსი ერთად ცირკულირებდეს, გრიპი, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი და კორონავირუსი. კლინიკურ სიმპტომებზე დაყრდნობით კი მოსახლეობისთვის რთულია პირდაპირი განსაზღვრა თუ რომელ ვირუსთან აქვს საქმე. A გრიპის სხვადასხვა ტიპის გავრცელების ზრდას სპეციალისტები სავარაუდოდ დეკემბრის მეორე ნახევარში და იანვარში უფრო ელოდებიან. ინფექციონისტები აღნიშნავენ, რომ რესპირაციული ინფექციებისგან, მათ შორის კოვიდისგან დაცვის საშუალებები მსგავსია - ესაა ჰიგიენური ნორმების დაცვა, ოთახის ხშირი განიავება და პირბადის გამოყენება სიტუაციის შესაბამისად”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში და როგორ დავიცვათ თავი.

 

“როგორც ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა “რეზონანსთან” აცხადებს, ზოგადად ზამთრის პერიოდში რესპირაციული ინფექციების შემთხვევები იზრდება და მნიშვნელოვანია, რომ ეპიდსიტუაციის გართულების თავიდან არიდების მიზნით ადამიანებმა თავები დაიცვან, დაცვის საშუალებები კი ჰიგიენური ნორმების დაცვა, პირბადის გამოყენება და რისკჯგუფებისთვის ვაცქინაციაა. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ კი განმარტა, რომ ძალიან ხშირად გამოიყენება ტერმინი ტრიპლდემია, რაც სამი ვირუსის ერთდროულად ცირკულირებას ნიშნავს - სამივე ვირუსის მოსახლეობაზე ზემოქმედება მარტო საქართველოს რეალობა არ არის. კლინიკურ სიმპტომებზე დაყრდნობით მოსახლეობისთვის რთული იქნება ვირუსის პირდაპირი განსაზღვრა. როგორც ჩხაიძე აცხადებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გრიპის ვირუსის მკვეთრი მატება ჯერ დადასტურებული არ არის, ამასთან, არსებობს მოლოდინი, რომ დეკემბერ-იანვარში გრიპის შემთხვევები მოიმატებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ზამთრის სეზონზე რესპირაციული ინფექციების შემთხვევები იზრდება, რომელიც საკმაოდ ბევრია ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში რამდენიმე ათეული ვირუსი ცირკულირებს. ძირითადად წამყვანი არის 5-6 სახის - რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, რინოვირუსი. ადენოვირუსი და კორონავირუსის ის ფორმები, რომლებიც აქამდე იყო. „ასევე არის გრიპის შემთხვევები, A გრიპის სხვადასხვა ტიპები ძირითადად H1N1 და H3-N2, რომლის შემთხვევებიც ასევე ფიქსირდება, თუმცა, მათი ზრდა სავარაუდოდ დეკემბრის მეორე ნახევარში და იანვარში უფრო მოსალოდნელია. რესპირაციული ინფექციებისგან, მათ შორის კოვიდისგან დაცვის საშუალებები მსგავსია - ესაა ჰიგიენური ნორმების დაცვა, ოთახის ხშირი განიავება, პირბადის გამოყენება, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში (თუ ამის აუცილებლობაა) და პლიუს ამას პირბადის გამოყენება, მაშინ, როცა სიმპტომები ჩვენ თვითონ გვაქვს, რომ დაავადება სხვებს არ გადავდოთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

 

“გრიპისგან და კოვიდისგან საკმაოდ ეფექტური თავდაცვის საშუალებები გვაქვს, ესაა ვაქცინაცია. ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებია, რომელიც ჩემი ინფორმაციით, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაცია ჩატარდეს განსაკუთრებით რისკ ჯგუფებში, ესენია: ასაკოვანი ადამიანები, ადამიანები, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, მათ შორის დიაბეტი, გულ-სისხძარღვთა ქრონიკული პათოლოგია და სხვა. თუ ზოგად რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ და იმას, რომ განსაკუთრებით რისკ-ჯგუფები ვაქცინაციას ჩაიტარებენ, ამით ხელს შევუწყობთ, რომ ნებისმიერი რესპირაციული ინფექციის კუთხით, მეტ-ნაკლებად სტაბილური ეპიდსიტუაცია გვქონდეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“ვირუსულ დაავადებათა სიმპტომები, რაც დღეს ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს, ერთმანეთს საკმაოდ ჰგავს, ეს შეიძლება იყოს მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, ტემპერატურული რეაქცია, სურდო, ცხვირიდან გამონადენი, სახსრებისა და კუნთების ტკივილი. რაც შეეხება რესპირაციულ-ინფექციული ვირუსების გართულებას, ესაა ქვემო სასუნთქის გზების დაზიანება, ვგულისხმობ ბრონქიტის, ან პნევმონიის განვითარებას. ასევე, შესაძლოა გართულდეს სინუსიტებით, ანუ წიაღების ანთებით, ანუ ფრონტიტი, ჰაიმორიტი. რესპირაციული ინფექციებიდან ძირითადად ხშირი გართულებები მოზრდილ ასაკში გრიპს და კოვიდს ახასიათებს. თუ საქმე გართულებასთან გვაქვს და სიმპტომები გახანგრძლივებულია, აუცილებელია, რომ ექიმს დროულად მიმართონ, რათა შესაბამისი მკურნალობა შეირჩეს”, - დაასკვნის ალექსანდრე გოგინავა.

 

“ძალიან ხშირად გამოიყენება ტერმინი ტრიპლდემია, რაც სამი ვირუსის ერთდროულად ცირკულირებას ნიშნავს. ეს არის - გრიპი, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი და კორონავირუსი. სამივე ვირუსის მოსახლეობაზე ზემოქმედება მარტო საქართველოს რეალობა არ არის. კლინიკურ სიმპტომებზე დაყრდნობით მოსახლეობისთვის რთული იქნება პირდაპირი განსაზღვრა, თუ რომელია გრიპი, კორონავირუსი და რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ამას ექიმი სჭირდება. სამივე ვირუსს ახასიათებს ცხელება, ხველა და ყელის ტკივილი. გარკვეული განსხვავებაა ტემპერატურის თვალსაზრისით. კორონავირუსის ამ ვარიანტს არ ახასიათებს ხშირი მაღალი ტემპერატურა. სამივე ვირუსის შემთხვევაში ყველაზე სერიოზული და ყველაზე ხშირი გართულება არის ფილტვების ანთება. ბრონქიოლიტიც ერთ-ერთი გართულებაა, რომელიც რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით არის გამოწვეული და ძირითადად 2 წლამდე ბავშვებში ფიქსირდება”, - განაცხადა პრესკონფერენციაზე პროფესორმა ივანე ჩხაიძემ.

 

“იაშვილის კლინიკაში, პაციენტების მომართვიანობა მკვეთრად არის გაზრდილი. იმის გათვალისწინებით, რომ მიმართვიანობა პედიატრიულ სტაციონარებში გაზრდილია, რა თქმა უნდა, სტაციონარში მოთავსების აუცილებლობა ხშირი ხდება. დროული მიმართვიანობის შემთხვევაში, დაავადება მართვადია. წლამდე ასაკის ბავშვი ნებისმიერ ვირუსის დროს მაღალ რისკს განეკუთვნება და საავადმყოფოში უნდა იმართოს”,- დასძინა ჩხაიძემ.

დეკემბერი 09 2022 წაკითხვა 232 ჯერ

სპორტულ-კულტურული ფესტივალი „ამერიკული დღეები 2022“ უკვე ქუთაისშია.

დეკემბერი 09 2022 წაკითხვა 202 ჯერ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა მდინარე ლოპოტაზე დაგეგმილი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს და შპს „ართანა – ლოპოტას“ ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.

დეკემბერი 08 2022 წაკითხვა 419 ჯერ

"წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციამ" იმერეთში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები დააჯილდოვა. ღონისძიება ქუთაისში რესტორან "ამირანში" გაიმართა. წარმატებული ბიზნესის ასოციაცია ქართულ ბიზნესს აერთიანებს და მათ განვითარებაში ეხმარება. ბიზნეს ასოციაციის ჯილდო თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენელმა მიიღოო. ღონისძიებაზე შედგა ფასდაკლების ბარათების პრეზენტაციაც, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს სხვადასხვა პროდუქციის შეძენისას დაზოგონ მეტი და გადაიხადონ ნაკლები.

 

"წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის" ღონისძიებაზე ასევე, დაჯილდოვდა ქუთაისში არსებული საცხობ-საკონდიტრო "ლაზიერი. კომპანიის დამფუძნებელმა თამარ კვაშილავამ FirstNews.ge-თან "ლაზიერის შესახებ ისაუბრა:

 

 

"დიდი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს, ასეთი მნიშვნელოვანი ჯილდოსთვის. ჩვენთვის ეს ჯილდო უფრო მეტ მოტივაციას ნიშნავს.

 

სახელი "ლაზიერი" ვფიქრობ, ეს არის ძალა, სტატუსი, გამბედაობა, პასუხისმგებლობა. ეს არის ის, რაც ბიზნესს სჭირდება, ვფიქრობ, ძლიერი ფიგურა წარმატებულია ბიზნესშიც, თამაშშიც და ცხოვრებაშიც. ვარ გურმანი და ასევე, თავადაც ვამზადებ გემრიელობებს, რის გამოც ხშირად ვიღებ შექებას. იდეის ერთ-ერთი ნაწილი დღესდღეობით ჩემი ბიზნესია. პანდემიის პერიოდმა დააჩქარა ჩემი იდეების განხორციელება, თუმცა არაერთხელ შევიტანე ცვლილება ბიზნესის განვითარების პროცესში, იყო ბევრი გამოწვევა და სირთულეები, მაგრამ შევძელი დაწყებული საქმიანობა უფრო განმევრცო.

 

"ლაზიერში" შედგა პროფესიონალი გუნდი, რომელიც ჩემი იდეების განხორციელებას ამართლებს. მათ დიდ პატივს ვცემ და მსურს ჩემს ტემპს გაუძლონ. ხშირად ვიღებთ ქველმოქმედებაშიც მონაწილეობას და ვცდილობთ ეს ტრადიციად დავამკვიდროთ და უფრო მასშტაბურად განვავრცოთ. მადლობა მინდა მოვუხადო ჩემს ყოველ მომხმარებელს და ამ პატარა ქალაქს, რომელმაც დიდი სიყვარულით მიიღო ჩვენის საქმიანობა,"- განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა თამარ კვაშილავამ.

 

317255120 499579848642550 8147727060852478706 n2

დეკემბერი 08 2022 წაკითხვა 241 ჯერ

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდნენ.

დეკემბერი 08 2022 წაკითხვა 208 ჯერ

დაღესტნის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან 25 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.

გვერდი 91 სულ 646
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.