დეკემბერი 07 2022 წაკითხვა 255 ჯერ

ქუთაისში, 7x7-ზე ფეხბურთში „მასტერ ლიგის“ საქალაქო ფინალური მატჩი გაიმართა.

დეკემბერი 06 2022 წაკითხვა 247 ჯერ

მიხეილ სააკაშვილი არ იკვებება სრულფასოვნად, იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს მისთვის სასურველ დღეებში, ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ არ ჭამს, – ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

დეკემბერი 05 2022 წაკითხვა 221 ჯერ

7 დეკემბერს, ფეხბურთში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოსაპოვებლად, ქუთაისის „ტორპედო“ “ლოკომოტივი 2-ს“ შეხვდება.

დეკემბერი 05 2022 წაკითხვა 292 ჯერ

5-6 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს, ხოლო 7-8 დეკემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.

დეკემბერი 04 2022 წაკითხვა 191 ჯერ

ჩვენ გამოვიარეთ რთული გზა, ჯოჯოხეთი, მინახავს წიგნი, სადაც ჩამოწერილია სახელები ადამიანებისა, რომლებიც დახვრიტეს კომუნისტებმა რწმენისთვის, დრო შეიცვალა, დღეს მშობლების მოვალეობაა, აზიარონ შვილები სარწმუნოებას, ეკლესიურ ცხოვრებას, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ  ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე ქადაგებისას აღნიშნა.

 

„გილოცავთ დღესასწაულს, ტაძრად მიყვანებას ყოვლადმწინდისა ღვთისმშობლისა. ეს არის მაგალითი, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ. რა გამოვიარეთ ჩვენ? ჩვენ გამოვიარეთ რთული გზა, – ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. მე მინახავს წიგნი, სადაც ჩამოწერილია სახელები ადამიანებისა, რომელნიც დახვრიტეს კომუნისტებმა რწმენისთვის.

 

დრო შეიცვალა. დღეს მშობლების მოვალეობა არის, რომ აზიარონ შვილები სარწმუნოებას, აზიარონ ეკლესიურ ცხოვრებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს.

 

იმედი მაქვს, შევძლებთ, დავძლიოთ ის სირთულეები, რაც ჩვენს წინაშე დგას. ჩვენთან არს ღმერთი“,- განაცხადა ილია მეორემ.

დეკემბერი 04 2022 წაკითხვა 193 ჯერ

გავიგე, რომ დაეცა, თუმცა თვითონ არაფერი უთქვამს, რატომღაც მიმალავენ. გუშინ საღამოს რომ ვიყავი, დამცხრალი იყო, [სახეზე] რაღაცები დამადესო, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

გვერდი 92 სულ 647
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.