April 25, 2024

თებერვალი 19 2024 წაკითხვა 179 ჯერ

2   ჭიქა დაფხვნილი ორცხობილა

 
3⁄4  ჭიქა ორად გაყოფილი შაქარი
 
2   ს/კ შაქარი
 
1⁄2  ჩ/კ დაფხვნილი დარიჩინი
 
1⁄3  ჭიქა გამდნარი მარგარინი
 
1   ქილა შტოშის სოუსი მთელი მარცვლებით
 
11⁄2  ჩ/კ სიმინდის სახამებელი
 
3   შეკვრა მდნარი ყველი (კრემ–ყველი)
 
2   ჩ/კ ლიმონის კანი
 
1   ს/კ ლიმონის წვენი
 
1   ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
 
2⁄5  ჩ/კ მარილი
 
2   ცალი ძალიან მწიფე საშუალო ბანანი
 
3⁄4  ჭიქა მსუბუქი არაჟანი
 
მომზადების წესი:
 

ერთმანეთს შეურიეთ ორცხობილა, ¼ ჭიქა შაქარი, დარიჩინი და მარგარინი. გააბრტყელეთ მოსახსნელძირიან საცხობ ფორმაში ისე, რომ მასა კიდეებზე ¾ – მდე ამოვიდეს. აცხვეთ 180°C– ზე 10 წუთით, სანამ მსუბუქად არ შეიფერება ყავისფრად. გააგრილეთ.

 

აურიეთ შტოშის სოუსი(400 გრ.ქილა) და სიმინდის სახამებელი ჯამში, შედგით ცეცხლზე, ურიეთ, სანამ არ ადუღდება და გასქელდება. გადაინახეთ ½ ჭიქა მოსართავად. გადადგით.

 

ათქვიფეთ ( 200 გრ.) კრემ–ყველი, ½ ჭიქა შაქარი, ლიმონის კანი და წვენი, ვანილი და მარილი. გააკეთეთ ბანანის ხილფაფა (1 ჭიქა) და შეურიეთ ყველის ნარევში. ჩაასხით 2 ჭიქა ყველის ნარევი გაგრილებულ გამომცხვარ ქერქში. კოვზით მოალაგეთ თავზე შტოში. დაფარეთ დარჩენილი ყველის ნაზავით.

 

აცხვეთ 45 წუთით. გამოდგით ღუმელიდან, აურიეთ არაჟანი და დარჩენილი 2 სუფრის კოვზი შაქარი და გაანაწილეთ მის ზედაპირზე. მოასხით გადანახული შტოშის ტოპინგი ცენტრში ისე, რომ მისცეთ წრიული ფორმა. ფრთხილად აურიეთ წრიულად შტოში და არაჟანი. შედგით უკანვე ღუმელში 15 წუთით, გლაზურის გამყარებამდე. გააგრილეთ.

 

ნამცხვარი დანით კიდეებს ნელ–ნელა მოაშორეთ. გააგრილეთ 6 საათით ან მთელი ღამით. დაჭრამდე საცხობი ფორმის ძირი მოაცალეთ. სურვილისამებრ მორთეთ პიტნით.

 

წყარო:კულინარა 

თებერვალი 19 2024 წაკითხვა 154 ჯერ

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

თებერვალი 16 2024 წაკითხვა 89 ჯერ

შარშან საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შემცირდა, თუმცა 2021 წელთან შედარებით მაინც გაზრდილია.

თებერვალი 16 2024 წაკითხვა 86 ჯერ

2023 წლის მაჩვენებლებით, საგზაო შემთხვევების შედეგად საქართველოში სულ დაშავდა 7 310 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 442 ადამიანი, რაც წინა წლის გარდაცვალების მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით, 5%-ით გაზრდილია, - ამის შესახებ ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა, ირაკლი იზორიამ განაცხადა.

თებერვალი 16 2024 წაკითხვა 118 ჯერ

ბათუმში ახალშობილი გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახი მომხდარში ბათუმის სამედიცინო ცენტრის ექიმებს ადანაშაულებენ.

გვერდი 9 სულ 539
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.