ივნისი 16 2019 წაკითხვა 2219 ჯერ

ორი თვის წინ ნიუ-იორკში რაგბის კლუბი „კავკასია“ დაარსდა.

ივნისი 15 2019 წაკითხვა 376 ჯერ

იმერეთის რეგიონის ჟურნალისტები „ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტს“ სტუმრობდნენ.

ივნისი 15 2019 წაკითხვა 402 ჯერ

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყებისთვის მიუღებელია, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი ძალადობა და ძალადობის მუქარა.

ივნისი 15 2019 წაკითხვა 180 ჯერ

განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრთან პატრნიორობით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული დასახელდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი გახდება.

ივნისი 14 2019 წაკითხვა 140 ჯერ

მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული.

ივნისი 13 2019 წაკითხვა 152 ჯერ

საქართველოს ბანკი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით სტუდენტურ პროგრამას START-ს იწყებს.

პროგრამის მიზანია, ამ სფეროთი დაინტერესებული სტუდენტების მოზიდვა, მათი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ამაღლების ხელშეწყობა.

პროგრამაში მონაწილეობა ახალგაზრდებს დაეხმარება პროფესიულ განვითარებაში, ახალი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კარიერული გეგმების განსაზღვრაში. სტუდენტებს თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად რეალურ სამუშაო პროცესში ჩართულობის შესაძლებლობა ექნებათ.

პროგრამის წარმატებული მონაწილეები საქართველოს ბანკში დასაქმდებიან. საქართველოს ბანკი კი, თავის მხრივ, შეძლებს შექმნას ახალგაზრდა ტალანტებისგან დაკომპლექტებული გუნდები.

"საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია განათლების მხარდაჭერა, განსაკუთრებით სტუდენტური პროგრამების ხელშეწყობა. ვფიქრობთ, ქვეყნის წამყვან კომპანიაში პრაქტიკის გავლა მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, აიმაღლონ კვალიფიკაცია, გაიარონ სპეციალურად მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და იპოვონ საკუთარი როლი შესაბამის გუნდებში. ასევე, გაეცნონ და იმუშაონ ეჯაილის პრინციპებით, დანერგონ ის პრაქტიკაში. სტუდენტური პროგრამის ხანგრძლივობა 7 თვეა. ინფორმაციული ტექნოლოგიების სტუდენტური პროგრამა ბანკში 2014 წლიდან მოყოლებული წარმატებით ხორციელდება. პროგრამის გამორჩეული მონაწილეები კი დღეს უკვე საქართველოს ბანკის გუნდის წევრები არიან", — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.

on.ge

 
გვერდი 12 სულ 71
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.