ამ გვერდის ამობედვა

"მზად ხარ ორი ხანშიშესული კი არა, ნახევარი საქართველო ციხეში ამოალპო უსამართლოდ"

 პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

"როდესაც ახლა საზოგადოების ნაწილი მელაშვილის კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზას ატრიალებს და ამით ჯიუტად ამტკიცებს მის “მოღალატეობას”, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მართლა არ ესმით რა მოხდა, არამედ:
 
 
ეს არის იმ “აგრესიული კონფორმიზმის” გამოვლინება, როდესაც არ გინდა აღიარება რომ ვიღაცამ თავის დროზე “სასარგებლო ბრიყვად” გამოგიყენა, იძალადა შენს ცნობიერებაზე და “ცხვრის” არჩევანი გაგაკეთებინა. გინდა გჯეროდეს, რომ ისევ ჭკვიანი, პრინციპული , ლამაზი ხარ და ამ საამური შეგრძნების შენარჩუნებისთვის მზად ხარ ორი ხანშიშესული კი არა, ნახევარი საქართველო ციხეში ამოალპო უსამართლოდ..."-წერს ის.

 
 
 
 
წაკითხვა 573 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 29 2021