ამ გვერდის ამობედვა

სასჯელის ვადა იწურება 2021 წლის 6 ნოემბერს, მაგრამ წელს ვერ გამოდის, არ უშვებენ! - ანი ნადარეიშვილი

ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

" ჩემო საყვარელო მეგობრებო, ეს დღეებია ძალიან ბევრი თქვენგანი მეკითხება, თუ როდის უმთავრდება ბაჩოს ე.წ. "სასჯელის ვადა".

ბაჩო ახალაიას ივანიშვილმა მიუსაჯა 9 წელი (სიმბოლური ციფრია: 9 წელი... 9 წელი...)
 
როგორც გახსოვთ ბაჩო 2012 წლის 5 ნოემბერს დაბრუნდა საქართველოში, 6 ნოემბერს დაიბარეს პროკურატურაში და ეგრევე დააპატიმრეს, ისე რომ ჯერ არც ე.წ. მოწმეების დაკითხვები ჰქონდათ დამთავრებული და არც საჩივრები შესული პროკურატურაში.
 
ხოდა 2012 წლის 6 ნოემბერს + 9 წელი = 2021 წლის 6 ნოემბერს.
 
ანუ 9 წლიანი სასჯელის ვადა იწურება 2021 წლის 6 ნოემბერს, მაგრამ წელს ვერ გამოდის, არ უშვებენ!
 
რატომო არ მკითხოთ - პასუხი არ მაქვს, მეც ვერავის ვკითხე..." - წერს ის. 
წაკითხვა 468 ჯერ