ამ გვერდის ამობედვა

"მშვენიერი საჩუქარია, ჩემი ქვეყნიდან გაძევებული თავხედი რუსი" - რას წერს მაკა ჩიჩუა

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა გუშინ იუბილარი გახლდათ.
 
მას 50 წელი შეუსრულდა. საქართველოს ექსპრეზიდენტის მეუღლემ დაბადების დღის მისალოცი გზავნილების ავტორებს მადლობა გადაუხადა და ამასთანავე არღიშნა, რომ "მშვენიერი საჩუქარია ქვეყნიდან გაძევებული თავხედი რუსი".

 

"მშვენიერი საჩუქარია, ჩემი ქვეყნიდან გაძევებული თავხედი რუსი!!!!დიდი მადლობა მეგობრებო, ამდენი კეთილი სიტყვებისთვის !
სიტყვას დიდი ძალა აქვს !!!! სიტყვას შეუძლია ძალიან გააბედნიეროს ან პირიქით -გაანადგუროს ადამიანი ...
გაუმარჯოს ღირსებას და ბრძოლას ღირსების დასაცავად.
მიყვარხართ ძალიან!!! ძალიან!!!!
ყველაგზავნილს სიხარულით ვკითხულობ და ძალა მემატება !
გაგვიმარჯოს ყველას ერთად," - წერს "ფეისბუქის" პირად გვერზდე მაკა ჩიჩუა.
 

მთა­ვა­რი რუ­სუ­ლი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო არ­ხის Первый канал-ის ტე­ლე­წამ­ყვა­ნის, ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას, ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბის აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა და მას დაგეგმილზე ადრე მოუწია მოსკოვში დაბრუნება.
წაკითხვა 780 ჯერ