ახლახანს მომაწოდეს სკანდალური ინფორმაცია - ელისო კილაძე

გაზეთ "ქრონიკა პლიუსის" რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამაზონიდან "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წიგნის გამოწერას აპირებს. 

"უიმეე -ახლახანს მომაწოდეს სკანდალური ინფორმაცია !!!

ირაკლი კობახიძე (გავრილოვის) წიგნი ამაზონზე იყიდება და 40 ევრო ღირს!!!

უნდა გამოვიწერო

არ ვღადაობ-ფაქტი იხ.პირველ კომენტარში" წერს კილაძე და წიგნის გარეკანის ფოტოს კომენტარებში აქვეყნებს.

კილაძეს კომენტარებში ექსპერტმა გია ხუხაშვილმა უპასუხა.

"ერთადერთი მყიდველი იქნებით" - წერს ხუხაშვილი. 

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის განხილვისას ოპოზიციონერ კოლეგას, აკაკი მინაშვილს ურჩია, ხშირად იკითხოს ირაკლი კობახიძის წიგნები, განსაკუთრებით საკონსტიტუციო სამართალში. 

"თქვენი ერთ-ერთი პოლიტიკის განმსაზღვრელი ადამიანი, ირაკლი კობახიძე 2008 წელს თავის ავტორობით შექმნილ წიგნში წერდა, რომ დაუშვებელია პოლიტიკურ პარტიას უარი ეთქვას დაფინანსებაზე მის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადების მიზეზით, ანუ როდის იყავით გულწრფელები, ახლა თუ მაშინ?", — იკითხა აკაკი მინაშვილმა.

ანრი ოხანაშვილმა კი უპასუხა: 

"კარგია ბატონო აკაკი, გააგრძელეთ ბატონი ირაკლი კობახიძის წიგნების კითხვა, ბევრ რამეს ისწავლით. კარგია, რომ მუშაობთ ამაზე. აქაც, ბატონმა ირაკლი კობახიძემ, როცა გითხრათ, რომ პარლამენტში ყველა შემოვიდოდა და შეგისრულათ ეს და შემოხვედით, ასევე ახლა, მისივე ციტატით შეისრულეთ თქვენთვის, როდესაც ბოიკოტის გამო დაფინანსება [...] მისივე ციტატით, სადაც ბატონი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბოიკოტის გამო დაფინანსება არ უნდა შეუწყდესო, ზუსტად იმას ვამბობთ, რომ ბოიკოტის გამო არავის არაფერი არ შეუწყდება", — განაცხადა ოხანაშვილმა.

წაკითხვა 708 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 11 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.