ამ გვერდის ამობედვა

"მრევლი გაბრაზებულია იმიტომ, რომ ღარიბაშვილის ლაქუცი ეკლესიის მიმართ ფარისევლობა აღმოჩნდა"

დაინგრა ღარიბაშვილის მთავარი წინასაარჩევნო გზავნილი - ქართული ოცნება იცავს ქართულ ეკლესიას, ქართულ ტრადიციებს, ურწმუნო ოპოზიციისგან, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი წერს.
 
 
"ახლა ეკლესია გაბრაზებულია ხელისუფლებაზე არა მხოლოდ იმიტომ, რომ უსმენდა და აკონტროლებდა, არამედ უფრო იმიტომ, რომ ვერ დაიცვა.
 
 
მრევლი გაბრაზებულია იმიტომ, რომ ღარიბაშვილის ლაქუცი ეკლესიის მიმართ ფარისევლობა აღმოჩნდა და სინამდვილეში მათ მოძღვრებს უსმენენ და ამასთანავე აღსარების საიდუმლოსაც არღვევენ.
 
 
ქართული ოცნების ამომრჩეველო, თუ სადმე ხარ კიდევ, შემეხმიანე…"- წერს გია ხუხაშვილი. 
წაკითხვა 297 ჯერ