ამ გვერდის ამობედვა

გაფრთხილებთ მეხუთე ტალღის შესახებ... - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის მტკიცებით, სხვადასხვა, მათ შორის ანტივაქსერული ჯგუფები მას ბოტებისა და ტროლების მეშვეობით ებრძვიან. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

"15/06/2021 მკაფიოდ ვთქვი, რომ აგვისტოს მე-2 კვირიდან იქნება კოვიდის მე-4 ტალღის აფეთქება... (ისე მე-4 ტალღა მე დავაანონსე 1 ივლისს და არა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა) გაგაფრთხილეთ (არ დამიჯერეთ, როგორც ყოველთვის, მე-2 და მე-3 ტალღის დროსაც იგივე იყო) ასევე ვთქვი, რომ სექტემბრის პირველ ნახევრამდე იქნება ეს ტრაგედია საქართველოში... .

 

25/08/2021 გაფრთხილებთ მე-5 ტალღაზეც (ვიცი, მაინც არ დამიჯერებთ)გადახედეთ; ბოლო 2 წელი რა ვთქვი და რა არ შესრულდა?!რას ვიღებ - პოლიტიკური პარტიები, ზოგიერთი ბიზნესები, და ანტივაქსერული ჯგუფები ფულს იხდიან და ჩემს წინააღმდეგ აგორებენ უაზრო კომპანიას, ავრცელებენ დამონტაჟებულ ვიდეორგოლებს, წერენ უაზრო სტატიებს (თავისი უაზრო სათაურებით), ქმნიან საზოგადოებრივ განწყობას, რომ მე არაპროფესიონალი ვარ და "ბოლი", ტროლებით, ბოტებით და კვატებით მესევიან ჩემს გვერდებზე და უაზო კომენტარებით "მებრძვიან", და კიდევ ბევრი რამ... თქვენ მე კი არ მებრძვით, თქვენ ებრძვით საკუთრ თავს...დასკვნა: პროფესორი გიორგი ფხაკაძე არის ერთადერთი (სამწუხაროდ) დამოუკიდებელი, არაპოლიტიკური და აკადემიური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი საქართველოში! (ვიცი ამაზეც დამესევიან, ეს ხომ არავის არ აწყობს) ისე ნუ იზამთ, რომ საერთოდ ხელი ჩავიქნიო ..." - წერს ფხაკაძე. 

წაკითხვა 442 ჯერ