April 25, 2024

"განათლბული ადამიანი იმდენად ნატურალურია, რომ მას გული თვალებში უციმციმებს"

რუსთაველის თეატრის მსახიობი და პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

“მთელი ცხოვრება ვაკვირდები განათლებულ ადამიანებს და იცით რა აღმოვაჩინე? მათ გააჩნიათ მინიმალური თვითმოთხოვნილებები და მაქსიმალური ვალდებულებები. განათლებულ ადამიანებს არ ახასიათებს საწყისი ცხოველური ინსტიქტები და იმდენად ნატურალურები არიან, გული თვალებში უციმციმებთ...


განათლებული ადამიანი, ვერასოდეს განიცდის პირად კეთილდღეობას და ბედნიერებას, თუ მის ქალაქში, სოფელში, ქუჩაზე, ხელგამოწვდილი ქალი მათხოვრობს და ამის შემყურეს, ამაყად, თავაწეული სიარულის სცხვენია...


განათლებული ადამიანი, უგნურის სისულელეზე იცინის, მაგრამ მას, არასოდეს დასცინის...


მათ არ უყვართ კამათი იდიოტებთან, რადგან იციან, ეს ერთად ერთი შემთხვევაა როდესაც თავხედს და უტიფარს გამარჯვების გვირგვინს ადგამენ...


განათლბული ადამიანი, იმდენად ნატურალურია რომ, მას გული თვალებში უციმციმებს, მე ძალიან მიყვარს მზე, მზე რომელიც ღამე ამოდის!.. დღეს, ჩვენს ქალაქში ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც გულისყურით დავაკვირდებოდი, სამწუხაროდ არავის დაკვირვების და მოსმენის სურვილი არ გამაჩნია..."-წერს ედმონდ მინაშვილი.

წაკითხვა 2016 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 05 2018

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.