"საზოგადოებამ ნათლად დაინახა კიდევ ერთხელ, რომ მმართველი გუნდი კბილებით იცავს ჩემი შვილის მკვლელებს"

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია მოხდა იმ ვიდეო ფოტო მტკიცებულებებით,სადაც თემირლანი თითქოსდა ტერორისტებთან ერთად მოძრაობდა ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე.


მირზა სუბელიანის ამოცნობა და მისი იდენტიფიცირება არ ჩათვალა საჭიროდ პროკურატურამ და გამომძიებელმა ფიფიამ.

 

დღეს საზოგადოებამ ნათლად დაინახა კიდევ ერთხელ,რომ მმართველი გუნდი კბილებით იცავს ჩემი შვილის მკვლელებს.

 

დავით სარალიძის სისხლი არავის არ შერჩება და მე ყველა ღონეს ვიხმარ რომ მკვლელები და გამყალბებლები დასჯილი იყვნენ სრული სიმკაცრით."–წერს ზაზა სარალიძე.

წაკითხვა 1101 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 06 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.