"ისღა დაგვრჩენია ვწეროთ "უფალო, უფალო" კომენტარებში და ველოდოთ როდის გადავშენდებით აქედან ეგვიპტელებივით, თავის ქურუმებიანად!"

ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"გაასწორა მიწასთან ეს ქვეყანა უმეცრებამ, რა მოხელეების და რა - მოსახლეობის... რად უნდა ამათ ომი და ტყვია! კიდევ 7 ადამიანი მოიწამლა გაზის ნამწვით, ამჯერად რადგან თავად დაამონტაჟეს კუსტარულად მოწყობილობა და წარმოდგენა არ ჰქონდათ რას აკეთებდნენ!

 

ამასობაში ვაუქმებთ გამოცდებს და ბავშვები სკოლებში ზეიმობენ და მიტინგებს მართავენ, რაც დარჩათ იმის გაუქმების მოთხოვნით. ამასობაში, ვიღაც ექსპერტები გვეუბნებიან, რომ სააზროვნო უნარების ფლობა და შემოწმება საჭირო არ არის. ხოლო გამოცდების გაუქმება სწავლის ხარისხს აამაღლებს!

 

მოკლედ, ისღა დაგვრჩენია, გავაძლიეროთ ლოცვები, ვწეროთ "უფალო, უფალო" კომენტარებში და ველოდოთ როდის გადავშენდებით აქედან ეგვიპტელებივით, თავის ქურუმებიანად!"– წერს ცოტნე გამსახურდია.

წაკითხვა 740 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.