"სკოლა - საარჩევნო-სამობილიზაციო შტაბი, ხოლო მასწავლებელი - კოორდინატორი იქნება და მეტს არც არავინ მოსთხოვს!"

ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"მე მესმის, რომ ზოგიერთებს რეპეტიტორების ხარჯის გაუქმება გიხარიათ, მაგრამ დამერწმუნეთ: ამ სიხარულით თქვენ და თქვენი შვილები გაააცილებით მეტს დაკარგავთ, ვიდრე ეგ გადახდილი თანხებია. რადგან იმ ცოდნას, რომელსაც აძლევდათ რეპეტიტორი, სკოლა არ მისცემს მხოლოდ იმიტომ, რომ გამოცდები გააუქმა და რომ მიეცა, ამისთვის გამოცდების გაუქმება სულაც არ იყო საჭირო. თქვენ ცოდნის შემოწმების გაუქმება გიხარიათ და არა მისი მიწოდების ხარისხის აწევა, ხომ?!

 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ გადაწყვეტილებით ქოცებმა საჯარო სკოლებს და მასწავლებლებს საგანმანათლებლო ფუნქცია წაართვეს და ის დაუტოვეს, რომელსაც თავად იყენებდნენ: დღეიდან სკოლა - საარჩევნო-სამობილიზაციო შტაბი, ხოლო მასწავლებელი - ჩვეულებრივი კოორდინატორი იქნება და მეტს არც არავინ მოსთხოვს!"– წერს ცოტნე გამსახურდია.

წაკითხვა 819 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.