ამ გვერდის ამობედვა

"საფლავზე ადამიანი დალევს, შეჭამს, ყვავილებს მიიტანს თუ მდუმარედ მოიგონებს მისი გადასაწყვეტია და არა ხელისუფლების"

ამირან სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"საფლავზე დალევის მომხრე არ ვარ. მაგრამ, ადამიანებს ნაყიდი აქვთ ის მიწები და მათი საკუთრებაა გარდაცლილებიანად. დალევს იქ, შეჭამს, ყვავილებს მიიტანს თუ მდუმარედ მოიგონებს, მათი გადასაწყვეტია და არა ხელისუფლების.

 

კანონები მივიღეთ საჯარო თავშეყრის ადგილებში სპირტიანი სასმელის დალევაზე და მაინც სვამენ. მაგას მივხედოთ. საფლავებს ჭირისუფალი და სასაფლაოს ადმინისტრაცია მიხედავენ.

 

სხვათაშორის, ყველა სასაფლაოზე ჭირისუფალი იხდის საფასურს საფლავების დასუფთავებაში.

 

უმჯობესია ქელეხების მავნე ტრადიცია გავაუქმოთ, სკოლებში ეთიკის და ქცევის ნორმები უფრო ეფექტიანად ვასწავლოთ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (სხვებს ვერ დავავალდებულებთ) სოციალური რეკლამებისთვის და საზოგადოებისთვის საჭირო გადაცემებისთვის სათანადო დრო და რესურსი გამოჰყოს.

 

ქელეხია მავნე გადმონაშთი. დაკრძალვის ცერემონიის შემდეგ ვახშამზე ოჯახის წევრებს გარდა არავის მისვლა არაა საჭირო. რაღაც უაზრო წესები შილას ჩამოვლამდე რომ ელოდებიან და...

 

ის რომ საფლავზე იქნები თუ ღამის კლუბში, ოჯახში თუ რესტორანში, არ უნდა გამოსკდე ღვინით, არ უნდა დაანაგვიანო და საზოგადოება არ შეაწუხო, ელემენტარული ნორმაა.

 

გადაცემის ანონსი ვნახე. დანარჩენს ვნახავ გადაცემაში რა ნორმების ინსტრუქციებს წაგვიკითხავენ."- წერს ამირან სალუქვაძე

წაკითხვა 1214 ჯერ