როგორ დავიძინოთ დროულად და მშვიდად - ნათია ფანჯიკიძის რჩევები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს:


„რაც ალასამ ამერიკაში წამიღო, აღმოვაჩინე, რომ უამრავ ჩემს უსაყვარლეს ფრენდს ფაქტიურად არ სძინავს. ოქროებო და ბრილიანტებო, ძილი არის ნეირონების მთავარი აღმდგენი, ძილში აკეთებს ტვინი აუცილებელ „აფდეითს“… ვიცი, ზოგს ჩაძინების ეშინია, – ცუდის მოლოდინი აქვს, ძილში რამე არ გამომეპაროსო, სტრესული ცხოვრებაა, კი… ზოგს დეპრესიის გამო აქვს დარღვეული ძილი, ზოგსაც სხვა ათასი მიზეზით, მაგრამ ეს მისახედია და იქნებ, ძილისწინა რიტუალები შეცვალოთ, რომ მყავდეთ დიდხანს, ჯანმრთელები და ხალისიანები, თორემ დარღვეული ღამის ძილის ფაზა მის პარალელურ დღის ფაზებს არღვევს და ამიტომ გიტევთ უხალისობა, ენერგიის უცაბედი კარგვა და სხვა უსიამოვნო შეგრძნებები. იქნებ კომპიუტერის ცისფერი ნათება, რომელიც ფსიქიკას აღაგზნებს, საღამოობით დაუწიოთ მაქსიმალურად, დღის 4 საათის შემდეგ არ ჭამოთ შაქრის შემცველი პროდუქტი, რომელიც კუჭში დუღილს და კუჭიდან გადაცემით ფსიქიკაში შფოთვას იწყებს, ენერგიას სწრაფად გმატებთ და დახარჯვის ასპარეზი არსადაა, იგულისხმება ხილიც. იქნებ 4-ის მერე აღარ დალიოთ არც ჩაი და არც ყავა, მხოლოდ გვირილის, პიტნის და უკოფეინო ბალახბულახის ჩაი მოიმარაგოთ საღამოსთვის. საღამოობით არ ეკონტაქტოთ შხამიან ადამიანებს, მათი შხამი გამოიყენეთ დღის პირველ ნახევარში გასაბრაზებლად, – ბრაზს მშვენიერი, უხვი ენერგია აქვს, თუ რამე გაქვთ ენერგიულად საკეთებელი, მაგალითად შეშა დასაჩეხი. იქნებ ეცადოთ, თუ განსაკუთრებული არაფერი ხდება, დაიძინოთ „დღეს“, ანუ 12:00 საათამდე. ლოგინი ააფუმფულეთ ისე, რომ დანახვაზე ჩაკოტრიალება გიხაროდეთ, არ ვემხრობი, ხმელ ლოგინზე ძილის მომხრეებს, დავაკვირდი და ნეკნების კრაჭუნს სიკეთე არ მოაქვს. მიყვარხართ ძალიან და მოუფრთხილდით მაგ მშვენიერ ტვინებს“. - წერს ნათია ფანჯიკიძე.

წაკითხვა 1209 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.