April 26, 2024

"დარჩებოდა - იტყოდნენ, საკუთარ თავს უნდა ყველაფერი გადააყოლოსო, წავიდა - ამბობენ, გაიქცაო"

ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

"რაც გინდა გააკეთო ამ ქვეყანაში, მაგინებელი არ მოგაკლდება. უსაქმური, უნიათო, უსწავლელი და ლაჩარი მაგინებელი, რომელიც შენი ლანძღვით საკუთარი უ-ს გადაფარვას ეცდება. სწორედ ამიტომ, უნდა მიაფურთხო ამათ ყველას და ცალ-ცალკე.

 

არის მეორე საშიშროებაც. ამ არარაობების იგნორირებისას ძალზე შორს შეიძლება შეტოპო, გამწარდე, გაბოროტდე ყველასა და ყველაფერზე და ადამიანობაცა და კანონებიც ფეხზე დაიკიდო. ამისათვის უნდა გქონდეს ღუზა, რომელიც დაგეხმარება: ეს არის შენი შინაგანი მორალური კანონი და შენდამი მონდობილთა ბედ-იღბალი.

 

მე არ ვაპირებ ახლა მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებული პერიპეტიებისა და საქმიანობის გარჩევას, ვეცდები მოგვიანებით დავწერო საკუთარი მოსაზრება. უბრალოდ ვიკითხავ:

 

რა სჯობდა, 2 მილიონი კლიენტის და 10 ათასი თანამშრომლის კეთილდღეობის დარტყმის ქვეშ დაყენება?! ქოცებს ჭკუა დაუშლიდათ თუ ნამუსი?! ქვეყანაში, სადაც კანონი, სასამართლო, პარლამენტი და მთავრობა ერთ კაცზეა მორგებული?! ეს ქვეყანა გვინდოდა ჩვენ და აჰა...

 

დარჩებოდა - იტყოდნენ, საკუთარ თავს უნდა ყველაფერი გადააყოლოსო. წავიდა - ამბობენ, გაიქცაო. ამიტომ დასაწყისში დაწერილი რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინო.

 

პ.ს. იმედი მაქვს, ხაზარაძე ქმედით ბრძოლას გააგრძელებს."- წერს ცოტნე გამსახურდია.

წაკითხვა 736 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.