April 25, 2024

"ზოგი ისეთ დირექტივებს იძლევა, თავი უკვე სასუფეველში ჰგონია"-მამა პეტრე

მამა პეტრე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

"ზოგი ისეთ დირექტივებს იძლევა, თავი უკვე სასუფეველში ჰგონია... თუმცა, მათ მიერ წარმოდგენილი სასუფეველი, ჩანჩქერებით, ვილებით, ძვირადღირებული ავტომობილებით და სემირამიდას ბაღებით, შეიძლება მათი კუთვნილება იყოს, მაგრამ ვისაც ცოტა აღმატებული წარმოდგენა აქვს სულის ცხონებაზე, ნუ აყრიან თვალში ნაცარს.


ქრისტემ ვისაც თავი პირველი ჰგონია, ის უკანასკნელი იქნებაო-მარტო ჩემზე არ თქვა. ეს განსაკუთრებით მათ ეხებათ, ვინც იერარქიაშია, ვისაც საკუთარ თავზე მესიანისტური წარმოდგენა აქვს.


ყველა ადამიანი უფლის წინაშე თანასწორია.


ძალიან ნუ დაიხუნძლებიან რეგალიებით, თორემ ბჭე ვიწრო არსო და ვშიშობ, სადმე არ გაიჭედონ....


კარს ზემოთ ჩარჩოა, თავი დახარე, თორემ შეიძლება დაეჯახო!.." - წერს მამა პეტრე.

წაკითხვა 1038 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.