March 29, 2024

“არ ვიცნობ ამ კაცს…მაგრამ ქართველი ყველაფერს გაპატიებს გარდა იმისა, რომ მასზე უკეთესი ხარო…”

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში ლადო აფხაზავაზე წერს, რომელმაც მასწავლებლის ეროვნული ჯილდო  2017 წელს მოიგო ხოლო მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორის მოხვდა:

“არ ვიცნობ ამ კაცს, მაგრამ ჩვენში ატეხილ გნიასზე მასთან დაკავშირებით შალვა ნუცუბიძის ძველი გამოთქმა მახსენდება:


ქართველი ყველაფერს გაპატიებს გარდა იმისა, რომ მასზე უკეთესი ხარო…

 

სხვა რომ ვერაფერი მოუნახეს, ლენინზე ისტორია მოიგონაო, ჩვენში ეგეთებს 80-იან წლებში რა უნდოდაო… მე ვსწავლობდი 80-იანების დასაწყისში 51-ე სკოლაში და დამრიგებელი ლენინის სურათთან თუ არ გვაჩოქებდა, სამივე ერთიმეორის მიყოლებით გარდაცვლილი გენსეკების გლოვას ნამდვილად გვთხოვდა და ოქტომბრელის ნიშანზე გამოსახული ყრმა ლენინის სახეს გვაფიცებდნენ… და თუ ეს ხდებოდა ტფილისში, ფილარმონიის პირდაპირ, ლანჩხუთის სოფელ ნიგვზიანში რომ ვარესი ექნათ, რა გასაკვირია? ან კი თუ მოიტყუა კიდეც და გადაამეტა ამ ისტორიით ლენინზე, თქვენ დაგიშავდათ, ბიძია, რამე? მაგრამ ამ შეუმდგარ, დაკომპლექსებულ და ჯილდოების მადევრებს საკუთარი მეზობლის წარმატებას ლენინი, სტალინი და ჰიტლერი ერთად ურჩევნიათ…

 

არ არის პედაგოგიო, სოფლელიაო, იჩალიჩაო… გეჩალიჩათ და გაგეკეთებინათ თქვენც! ფაქტი ის არის, რომ ამ ქვეყანაში მათი უმრავლესობა, ვისაც პედაგოგები ჰქვიათ, სოფელშიც და ქალაქშიც, ყველა ხელისუფლების მარადმწვანე კოორდინატორები არიან “ოტ ილიჩა დო ილიჩა”, ანასტას მიქოიანის დახასიათებისა არ იყოს.

 

და იმედი მაქვს, რომ ჩვენში პედაგოგთა ის მცირე ნაწილი, რომელიც მართლაც შესანიშნავი ცოდნითა და პედაგოგიური უნარებით გამოირჩევა, ამ ბნელეთს გადასძალავს და ეროვნულ თუ საერთაშორისო აღიარებასაც მოიპოვებს. მხოლოდ ჩემს სანაცნობო-სამეგობროშიც ბევრი მოიძებნება ასეთი: ლალი მოსიაშვილი, ქეთი ცერცვაძე, კახა დავითური, დავით ჩიჩუა და სხვანი…

ლადო აფხაზავას კი ვურჩევდი, ყვავებს ნაკლები ყურადღება მიაქციოს.”-წერს ცოტნე გამსახურდია

წაკითხვა 908 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.