"ექსპერიმენტების დრო აღარა აქვს არც ჩვენს ხალხსა და არც ქვეყანას, ბეწვზე ვკიდივართ"

პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"რამდენიმე კომენტარი წავიკითხე,- პოლიტიკაში ღარიბაშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით და, უნდა გითხრათ, რომ ყველაზე "შთამბეჭდავი" ჩემთვის დავით ბერძენიშვილ- სტუკაჩოვის "ანალიზი" აღმოჩნდა. თურმე, რესპუბლიკელების ულტიმატუმი ყოფილა, რომ ივანიშვილს პოლიტიკური სცენიდან გაეყვანა ღარიბაშვილი.

 

გამოუსწორებელი შეცდომა იყო 2013- 2015 წლებში რესპუბლიკელებისთვის ხელისუფლების გაყოფა- ჩაბარება. აქედან დაიწყო "ქართული ოცნების" მორალური დაცემა. შეცდომა და დანაშაული იყო არჩევნების გამყალბებელ მინისტრებზე თვალის დახუჭვა! შეცდომა იყო, როცა თინა ხიდაშელ- გამყალბებლოვას ჩააბარეს და დაამცირებინეს ქართული ჯარი, რომელსაც ქალბატონმა მინისტრმა ყველას თვალწინ გააყალბებინა არჩევნები! შეცდომა და დანაშაული იყო არასწორ, არამართალ, არაეროვნულ, არაწესიერ აგულაშვილ- ხიდაშელ ბერძენიშვილებზე (და სხვებზე) დაყრდნობა. ასეთ ხალხს ქვეყანა არ უნდა ანდო. რაც შეეხება დავით ბერძენიშვილ- სტუკაჩოვის აღიარებას, რომ მათი პარტია, თურმე, ღარიბაშვილის თაობაზე ულტიმატუმს უყენებდა ივანიშვილს, ესაა კიდევ ერთი მაგალითი, რას კადრულობდა ეს ხალხი, როცა ჰქონდა ძალაუფლება, როგორია მათი ცხოვრების და აზროვნების წესი. კიდევ ვიმეორებ: სწორედ ასეთ ხალხს ქვეყანა არ უნდა ანდო, არასდროს, არც ერთ ვითარებაში!!! მაგრამ მეფობენ დრონი. სტუკაჩოვების ხელსაქმე ახლა მხოლოდ ლაპარაკია, აღარც ძალაუფლება აქვთ, არც გავლენა საზოგადოებასა და პოლიტიკურ პროცესებზე. სიმბოლური იყო, რომ ქუთაისში, პარლამენტის შენობაში მაინც და მაინც დავით სტუკაჩოვის კაბინეტი მერგო. გასაღებს და რესპუბლიკური პარტიის ლოგოს რომ დავხედე, გამეცინა... გაქრნენ!!! სხვებსაც ასეთი პოლიტიკური "პერსპექტივა" ეჯღანებათ, რომლებიც დღეს ძალიან ჰგვანან სტუკაჩოვებს.

 

ქვეყანას მართალი ხალხი უნდა მართავდეს, რომელსაც სუფთა გული აქვს. აზროვნებით ბორის ძნელაძეებს არ შეიძლება დაუთმო სახელმწიფოს მართვა. ექსპერიმენტების დრო აღარა აქვს არც ჩვენს ხალხს და არც ჩვენს ქვეყანას. ბეწვზე ვკიდივართ, ყველა მიმართულებით."- წერს ირმა ინაშვილი.

წაკითხვა 280 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.