April 25, 2024

"რიგგარეშე არჩევნები ხელისუფის უკანასკნელი შანსია"–გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობას.

 

2007 წელს სააკაშვილის ლეგიტიმაცია კრიტიკულად დასუსტდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ყველა პროგნოზით, ვარდნის შეჩერება მხოლოდ არჩევნების გზით ძალაუფლების დაბრუნებას შეეძლო და მან ეს ნაბიჯი გადადგა.

 

დღეს გარკვეულწილად სიტუაცია ანალოგიურია.

 

რიგგარეშე არჩევნები ხელისუფის უკანასკნელი შანსია, შეაჩეროს დეგრადაციის პროცესი და ბოლომდე გაიტანოს თავისი მოდელი, როგორც მართლმსაჯულების, ასევე ფინანსური ნაკადების მართვის მიმართულებით.

 

პლიუსები:

 

1. ჯერ კიდევ შეუძლია ორპოლუსიანი ნარატივის ნარჩენი ენერგიის გამოყენება, ე.წ. ანტი-მიშას ფაქტორით სპეკულირებით, ალტერნატული ცენტრების არარსებობის პირობებში.


2. დღის წესრიგში მაჟორიტარების შენარჩუნება. უბრალოდ ვერ მოესწრება ცვლილებები.


3. სრულიად ცხადია, რომ 2020-სთვის ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობა ექნებათ, პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე.


პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ ქართული ოცნების დღევანდელი ელიტისთვის ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე სულზე უტკბესია და არც ის პოლიტიკური კლასი აქვთ, რომ ასეთი მასშტაბური თამაში წამოიწყონ. დღევანდელი კვერცხი უფრო ძვირფასია. ამ კვერცხის ამარადაც დარჩებიან..." - წერს ხუხაშვილი.

წაკითხვა 1639 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.