April 25, 2024

"ხალხი შიშველი ხელებით იქ ვერაფერს იზამს, როცა მტერს ხელში იარაღი უჭირავს"

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ჩემი პატივისცემის მიუხედავად მოწოდებები “ჩამოდით ხალხნო ხურვალეთში” არასწორია. მშვიდობიან მოქალაქეებს რომ “ეპატიჟებით” იქ, სადაც ახლა სიტუაცია დაძაბულია ნიშნავს, რომ მტრის წისქვილზე ასხამთ წყალს. ხალხი შიშველი ხელებით იქ ვერაფერს იზამს, როცა მტერს ხელში იარაღი უჭირავს. ასეთ დროს ჯობია შეკრება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მთავრობის სახლთან, იქ, საიდანაც ინფორმაციას ვერ ვეღირსეთ."- წერს ნანაუკა ჟორჟოლიანი.

წაკითხვა 1083 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.