ამ გვერდის ამობედვა

"რა დონის ჩლუნგი უნდა იყო, რომ აშშ დეპარტამენტის დასკვნა ეკა გიგაურს დააბრალო"

ირინა სარიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ესე იგი რა დონის ჩლუნგი უნდა იყო, რომ აშშ დეპარტამენტის დასკვნა ეკა გიგაურს დააბრალო!


ამ ტვინდასინდისგარეცხილ ხელისუფლებას აშშ ეტყობა საკუთარი მამამზის დუქანი ჰგონია, სადაც არც უშიშროებაა, არც საინფორმაციო პოლიტიკა და არც სახელმწიფო ინტერესი იციან რა არის!


რა არ მინახავს, ვის არ მოვსწრებივარ, ასეთი რაც დღეს ხდება, არაფერი გამიგია, როცა აღარც იცი გაბრაზდე, იცინო, იტირო თუ რა ქნა!
მერე მოვა ვიღაც და იკითხავს – გვეშველება რამე?


კი, ალბათ გვეშველება! ალბათ კი არა აუცილებლად გვეშველება თავს და ხელს ერთდროულად თუ გავანძრევთ...
ქვყანას ნაძირალა ჩლუნგები დაეპატრონენ..."- წერს ირინა სარიშვილი.

წაკითხვა 1828 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 16 2019