"ჯარიდან თავის დახსნის მიზნით მონასტრებს აფარებენ თავს და გაუაზრებლად ბერებიც ხდებიან...შემდეგ ე.წ. მრევლს სიბნელისაკენ მოუწოდებენ"

მამა პეტრე კოლხი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს სწავლა-განათლების საკითხს. სკოლაში უმდაბლესი სასწავლო პროცესის გამო, მოსწავლეთა ინტერესები ცოდნისადმი კატასტროფულად კლებულობს...


ისინი თვლიან, რომ რეპერიტორებთან მომზადება მაინც მოუწევთ და სასკოლო პროგრამაზე თავსაც არ იწუხებენ...
უმაღლეს სასწავლებლებში კი მთავარი მამოძრავებელი ნიშანი სწავლის საფასურის ყოველწლიური მომატებაა...


ნაკლებად გონიერი, მაგრამ ფულიანი აგრძელებს სწავლას, სკოლის მომზადების იმედით დარჩენილი აბიტურიენტი კი უმაღლესი სასწავლების მიღმა რჩება...


სინამდვილეში სწავლა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს... აუცილებლად უნდა დაარსდეს უფასო უმაღლეს სასწავლებლები, კოლეჯები, რომ ნებისმიერ ახალგაზრდას მიეცეს შანსი საკუთარი მომავლის მოწყობის...


წინააღმდეგ შემთხვევაში ქუჩები უსაქმური ახალგაზრდებით გაივსება. ეს კი ხელს შეუწყობს კრიმინალის ზრდას, უსაქმურობას, ნარკომანიას და ყოველგვარ უბედურებას... მეტიც, ჯარიდან თავის დახსნის მიზნით მონასტრებს აფარებენ თავს და გაუაზრებლად ბერებიც ხდებიან... ასე პოულობენ ,,უმარტივეს" გზებს თავის დასამკვიდრებლად. საბოლოოდ არც ბერობა აკმაყოფილებთ, მღვდელმსახურებად გვევლინებიან და რწმენის და ცოდნის არ ქონის გამო მათთან მისულ ე.წ. მრევლს აბსოლუტური სიბნელისაკენ მოუწოდებენ...


ეს ამდენი და კიდევ მეტი პრობლემა მხოლოდ გაუნათლებლობისგან მოდის...


საზოგადოებას წარმოდგენა არ გააჩნია, თუ როგორ იღუპება თაობები!.."- წერს მამა პეტრე.

წაკითხვა 933 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 21 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.