ამ გვერდის ამობედვა

"სად მიდიხართ ან სად წახვალთ ძალიან მაინტერესებს, პასუხების გაცემა მაინც მოგიწევთ"

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ფეიბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"პირდაპირ მივმართავ ბიძინას და დანარჩენ ბიძინას გოშიებს რომლებსაც ერთი მიზანი ამოძრავებთ ქვეყნის განადგურება. ადამიანების ფინანსებით შესყიდვა. ამ ყველაფერს კარგად ხვდებით, თქვენი ყაული დამთავრებულია. ერთი დაგრჩენიათ, როგორმე ყველაფრის ფასად მიტანოთ 2020 წლის არჩევნებამდე ამ პერიოდის განმავლობაში დაგრჩენიათ ის ჩაიდინოთ ყველა ღირსება შელახული საქციელი, იმიტო რომ ამას ჩემზე კარგათ თქვენ ხედავთ, რომ თქვენი საქმე წასულია ყველაფერს ბინძური ფული არ წყვეტს, შეიგნეთ. და ერთი ასეთი ნაძირალა, როგორც თქვენ ყველა- გომელაური, გოგაშვილი, გახარია, დებილი სალომე, ბარიგა ხაინდრავა, სესიაშვილი, ირაკლი ჩიმაკაძე და სხვ ბევრი, რომლების ერთად აღებულებისგან გული მერევა თქვენს ნაირებს ნუ მიგზავნით კარავთან... ჩემს გეგმებს თქვენი უტვინო თავები აზრს ვერ გამოიტანს. ვაჟკაცობას და ღირსებას მე როგორ უნდა მასწავლოთ, როცა თქვენ ამის მნიშნელობის აზრზეც არ ხართ. ერთს ვერ ხვდებით თქვენგან განსხვავებით, მე ქვეყნის და ხალხის სიყვარული დიდი მაქვს, თქვენ კიდე 2020 წლამდე ერთი მიზანი გაქვთ, არ გაიხსნას თამერლანის სიმართლე. გახსნის შემთხვევაში იცით იმ წუთასვე ხელისუფლება თავზე დაგემხობათ და უჭერთ კბილებით და არჩევნებამდე გინდათ გაიტანოთ თქვენი კაპიტალი. ბიძინას თხოვნაც ის იყო - მომეცით 1 წელი. მაგრამ სად მიდიხართ ან სად წახვალთ ძალიან მაინტერესებს. პასუხების გაცემა მაინც მოგიწევთ ეს გინდათ თუ არა."-წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

წაკითხვა 939 ჯერ