ამ გვერდის ამობედვა

"რეალური ბიძინიზმი - იმდენი ფული აქვს ჯიბიდან თუ ბიუჯეტიდან გადაბნეული, მხარდამჭერი არ აკლია"

ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

"---- რეალური ბიძინიზმი --- იმდენი ფული აქვს ჯიბიდან თუ ბიუჯეტიდან გადაბნეული თავზე ინტელიგენციაზე, პოლიტიკოსებზე, მედიაზე და ბიუროკრატიაზე, იმდენი ქართული მიწის გამსხვისებელი და აზიელის შემომსახლებელი ყავს დაპურებული ივანაშვილს, რომ მხარდამჭერი არ აკლია. თანაც მთელ ამ ბიძინას საფეოდალოს, ლგბტ-ს სამსახურში ჩამდგარი და არასამთავრიბოებში დაფრთიანებული მაჯლაჯუნა "პოლიტიკოსები" მართავენ და მათ იდეოლოგიაზევე დგას ბიძინა თავისი მაფიოზურ--აფერისტული პოზით. ფული ბევრი აქცს მაგრამ უწიგნურმა მეტი სისტემა ვერ შექმნა რადგან ტვინი, რომელიც მუდმივად შოვნაზე მუშაობს და ქველმოქმედებაც მონაგებიდან აქვს განაწილებული უფრო დიდი მოგების შედეგისთვის, ქართულ სახელმწიფოს ვერ წაუძღვება. ამიტომ განათლება დეგრადირებული აქვს, ქართული კულტურული პროცესი საგულდაგულოდ მომსპარი, ახალგაზრდობა ნარკოტიკებზე შესმული და ღამის " ბასიანებში" შეყრილი. ასეთი დღევანდელობა კი სრულებით აკმაყოფილებს ნეოლიბერალი- გლობალისტებისგან და ლგბტ მსოფლიო ლობისგან ,,გაპრავებულ" ბიძინიეს. ის ამ ხერხით საქართველოს აბორიგენ მოსახლეობას ვისაც პრეტენზია აქვს ამ მიწის ბატონ- პატრონობაზე თანდათან ანეიტრალებს, ქვეყნიდან მიერეკება და აქაურობას ისე აწყობს როგორც ეს მის მაფიოზურ ოჯახს მოეხასიათება. ამიტომაც აქვს ამ სუპერაფერისტს საქართველოს მიწის დაგლეჯა- ხელში ჩაგდების ყველა მოსურნე ძალასთან კავშირი და ამიტომაც უსრულებს მათ ნებისმიერ ანტიქართულ დავალებას. ესაა რეალობა ქართველებო და ამიტომაც დგანან ერის მაძღრები მის დასაცავად თავიანთი --"დაიცავი საქართველოებით" და ამიტომაც ვდგავართ ბიძინიეს ახირებულ ხასიათზე დამოკიდებული ქართველები უფსკრულის პირას. ხოლო ამ კლანურ-მაფიოზურ სინდიკატს ჩვენვე ვკვებავთ ჩვენივე ინერტულობით,"- წერს გურამ ქართველიშვილი.

წაკითხვა 789 ჯერ

სიახლეები