ამ გვერდის ამობედვა

"დავით გარეჯი გაყიდეს, სოკარის ნავთობზე და ”არაპოლიტიკურ” გაზზე გაცვალეს"

"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შნაარსის სტატუსს ავრცელებს:

 

"გთხოვთ გაავრცელოთ და ხალხს შეატყობინოთ !!!

დავით გარეჯი გაყიდეს !!!


სოკარის ნავთობზე და ”არაპოლიტიკურ” გაზზე გაცვალეს!!!

 

”სტრატეგიული მოკავშირე”, ”პარტნიორი” და ”მეგობარი” აზერბაიჯანელი მესაზღვრეები საქართველოს ტერიტორიაზე თვითნებურად გადმოვიდნენ, უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გადაკეტეს და ”ახალი საზღვრისთვის” მავთულ-ხლართების გასაჭიმად მიწის თხრა დაიწყეს!

 

ოღონდ ამას ”მეგობრულად” და რაც მთავარია ”დემოკრატიულად” აკეთებენ, ამიტომ ოკუპაცია არ გეგონოთ!

 

ხმასაც არავინ არ იღებს, რადგან პირში სოკარის გაზი და ნავთობი აქვთ დაგუბებული !

 

P.S. სრული მობილიზაცია გვჭირდება, დროს და ადგილს მალე გამოვაცხადებთ !"– წერს ჯონდი ბაღათურია.

წაკითხვა 3929 ჯერ