ამ გვერდის ამობედვა

"სასაცილოა ნებისმიერი კამათი იმაზე აღდსგა უნდა ვთქვათ თუ აღდგა"

ირინა სარიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ძალიან დიდი ხნის წინ ქრისტე ჯვარს აცვეს და სამ დღეში აღსდგა.


იმ დროიდან დღემდე აღვნიშნავთ ამ დღეს ვისაც როგორ გვესმის და ვისი კალენდარით რა დროსაცაა ისე.


მთავარი ისაა რომ ეს აღნიშვნა სიმბოლურია – ეს მეხსიერებაა იმ დღის, როცა ქრისტე არა საკუთარი შვილებისთვის, ოჯახისთვის, რომელიმე ერისთვის, არამედ ყველასთვის ეწამა და აღსდგა. ეს მუდმივად უნდა გვახსოვდეს და მხოლოდ მაშინ აქვს აზრი ამ დღის სიმბოლურ აღნიშვნას.
ქრისტე სიკეთე, სიყვარული და თავისუფლებაა და ის თავისი წამებით და აღდგომით აძლევს ადამიანს შანსს თვითონ გახდეს ღმერთი.

 


სასაცილოა ნებისმიერი კამათი იმაზე აღდსგა უნდა ვთქვათ თუ აღდგა, ცეცხლის გადმოსვლაზე ხომ საერთოდ აღარაფერს ვამბობ. შევდივართ თუ არა ამ კამათში, იმის მიუხედავად ვინ რას ვფიქრობთ, ყველაზე მთავარს ვწევთ უკან – სიტყვებზე და ცეცხლზე მთავარს და როცა ამ სასწაულის აღმნიშვნელ ფრაზას ვამბობთ, ამ დროსაც კი ამ უაზრო კამათში ვერთვებით და ეს ფრაზაც ცარიელდება.


მე ერთი ქურთი მეგობარი მყავდა და ქრისტე ადგაო ასე ამბობდა, ს–სთან ერთად ღ–ც გამოტოვა. ასე ამბობდა მაგრამ არაფერზე ფიქრობდა ამ დროს ზედმეტზე და მთელი თავისი ხანმოკლე ცხოვრება სიკეთე და სიყვარული იყო.


ღმერთი სიკეთე, სიყვარული და თავისუფლებაა.


გილოცავთ აღდგომას," – წერს ირინა სარიშვილი.

წაკითხვა 1090 ჯერ