April 25, 2024

"მე ჩემი ილორის წმინდა გიორგი მყავს და მას ენგურის საზღვართან ველოდები... "

მამა პეტრე კოლხი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ყველას თავის წმინდა გიორგი ჰყავს... ყველა მას მოუხმობს საშველად, განსაცდელის ჟამს... ამიტომაც, რამდენი დღეც არის წელიწადში, იმდენი წმინდა გიორგის ტაძარი არსებობს ჩვენ ქვეყანაში...


მეომარი იყო და ადამიანის ბუნებაც სულ ბრძოლაში და ქარტეხილებში უნდა იწრთობოდეს...
ღრმა ბავშვობიდან ყველაზე მეტად თეთრ ტაძარს შეფარებული წმინდა გიორგი შემომრჩა... ეს ტაძარი ზღვის სანაპიროდან აფრენილ თოლიას ჰგავდა...


იქ მომნათლეს... უამრავი ხალხი ირეოდა... ზოგს სანთლები მოჰქონდა, ზოგი ტაძართან ახლოს ხარს კლავდა, ყველა თავისებურად აღნიშნავდა იმ დღეს... 


გაზაფხული იდგა, მაგრამ ზუსტად ისე გულდასმით წვიმდა, იმ მხარეში რომ იცის...
მლოცველები ტაძრის გარშემო ლიტანიობდნენ... ერთმანეთში ირეოდა ქართული, რუსული, მეგრული, აფხაზური სიტყვები...
ყველა ღმერთს ადიდებდა...


ნათლობის რიგში გვერდიგვერდ ვიდექით აფხაზი და ქართველი პატარები...
ჰო, ჩვენ ერთი სალოცავი გვქონდა... აფხაზების და ქართველების ემბაზი იყო ილორის წმინდა გიორგის, როგორც ჩვენები იტყოდნენ, ოხვამე...


ერთი საინტერესო დეტალიც გამახსენდა, ბებოს დარდი რომ შემოაწვებოდა, თავისთვის ჩაილაპარაკებდა-,,ქიმმეხვარი ილორის ოხვამე, სქანი ოროს ქუგობლუაფუდა"- ,,მიშველე, ილორის ეკლესია, შენს ჩრდილს შემოვევლე"...
ამ ტაძრის ჩრდილს ქვეშ ვიყავით ენგურს გაღმა და გამოღმა დარჩენილი ქართველები...
მე ჩემი ილორის წმინდა გიორგი მყავს... 


მას ველოდები ენგურის საზღვართან... ის გველეშაპს მოერია, ადვილად გაარღვევს მავთულხლართებს და აკრძალული საზღვარიც წაიშლება!.."- წერს მამა პეტრე.

წაკითხვა 1018 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.