ამ გვერდის ამობედვა

"დღეს ხელისუფლების ნულოვანი რეპუტაცია არ იძლევა დანაზოგების დაცულობის შეგრძნებას"

ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ვისაც საპენსიო სისტემიდან გასვლა გსურთ, უნდა მიხვიდეთ თქვენი რაიონის სოციალური მომსახურების სააგენტოში, სადაც ხელს მოგაწერინებენ სტანდარტულ განცხადებაზე და ეგაა.


იჩქარეთ, უარის თქმის ვადა ი ვ ნ ი ს ა მ დ ე ა, როგორც ვიცი. წელს პირველი ხელფასის აღებიდან სამი თვის გასვლის შემდეგ, ორი თვის განმავლობაში არის შესაძლებელი განცხადების დაწერა საპენსიო სისტემის დატოვებასთან დაკავშირებით. დღეს ხელისუფლების ნულოვანი რეპუტაცია არ იძლევა დანაზოგების დაცულობის შეგრძნებას,"- წერს ცოტნე გამსახურდია.

წაკითხვა 789 ჯერ