"საქართველოს შვილებო!!! დროა დავიცვათ ჩვენი მიწა-წყალი!"- დავით ქაცარავა

დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს ავრცელებს:

"რა ხდება დავით გარეჯში?

 


საგარეო საქმეთა მინისტრი დ.ზალკალიანი ტვ-ის მეშვეობით იღებს ინფორმაციას აზერბაიჯანული მხარის მიერ ჩიჩხიტურის მიმართულებით გზის გაყვანის შესახებ.

 


დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ამ გზის გაყვანის სამუშაოები მინიმუმ გუშინ არის დაწყებული, ხოლო მინისტრი ამის შესახებ იგებს მხოლოდ მეორე დღეს და ისიც ტვ-დან.

 


დელიმიტაციის კომისიას მხოლოდ დღეს, 23 მაისს დაუწყია მუშაობა და ჩვენ კი 16 მაისიდან შეგვეზღუდა/აგვეკრძალა ჩიჩხიტურისა და უდაბნოს ტაძრებში მისვლა. მიზეზი? მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხარესთან. დელიმიტაციის კომისიამ კი მხოლოდ დღეს, 23 მაისს დაიწყო მუშაობა, აზერბაიჯანელებმა კი კომისიის მუშაობის დაწყებამდე, არათუ თუ ამ კომისიის სამუშაოს დასრულებამდე დაიწყეს გზის გაყვანა.

 


მეგობრები ასე არ იქცევიან.
ესე ვერაგი ადამიანები იქცევიან.
სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზე არ არის. ამის დასტურად კი საგარეო საქმეთა მინისტრის რეალობას სრულიად აცდენილი კომენტარია.

 


დავითგარეჯის დაცვა ჩვენი, საზოგადოების რიგითი წევრების საქმე ყოფილა.
ჩვენ, ანტისაოკუპაციო მოძრაობა"ძალა. ერთობაშია"-ს წევრები 6 მაისიდან. ვპატრულირებთ გარეჯში.
დილიდან კვლავ მივემართებით იქ, სადაც მთელი საქართველო უნდა შეიკრიბოს.

 


მოგიწოდებთ ყველას, ვისაც გაქვთ წამოსვლის შესაძლებლობა, ჩამობრძანდეთ გარეჯში რათა ვუთხრათ საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობებს, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები არ მივცემთ უფლებას ჩინოვნიკებს დათმონ და მიითვისონ ჩვენი ისტორიული მიწები.

 


ასევე მოვუწოდებ აზერბაიჯანელ. აქტივისტებს, რომლებიც გეგმავენ 28 მაისს ჩამოვიდნენ გარეჯში პროვოკაციის მოსაწყობად, გადადეთ თქვენი ვიზიტი უკეთესი, სხვა დროისთვის. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ, ქართველებმა ვიცით სტუმრის მიღება, დღეს თქვენი სტუმრობა გარეჯში არ არის მიზანშეწონილი.

 


საქართველოს შვილებო!!! დროა დავიცვათ ჩვენი მიწა-წყალი!"-წერს დავით ქაცარავა.

წაკითხვა 557 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 24 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.