April 16, 2024

"გილოცავთ! ჩიჩხიტურიც და უდაბნოს მონასტერიც დაკეტილია!"- დავით ქაცარავა

დავით ქაცარავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"გილოცავთ!


ჩიჩხიტურიც და უდაბნოს მონასტერიც დაკეტილია!


დიახ, არც თქვენ და არც მე არ შეგვშლია - გუშინ გაღებული ჩიჩხიტური და უდაბნოს მონასტერი მხოლოდ "გადმოგდებული ძვალი" აღმოჩნდა.


მიზეზად კი უდაბნოს მონასტერში აზერბაიჯანულ მხარესთან დაგეგმილი შეხვედრა სახელდება.


მე კი ვფიქრობ, მიზეზი ხვალ აზერბაიჯანელი აქტივისტების ჩამოსვლა გახლავთ, რომლებიც აზერბაიჯანელების მიერ ახლადგაყვანილი გზით ჩიჩხიტურში შემოსვლას გეგმავენ. ეს აქტივისტები მოდიან იმისათვის, რომ ამოვიდნენ ჩიჩხიტურზე და იქ აფრიალონ აზერბაიჯანული დროშები, რაც პირდაპირი პროვოკაცია გახლავთ.


მოგიწოდებთ ყველას, გარეჯელი მამების დაგეგმილ აქციას შემოუერთდით და ჩამოდით გარეჯში, რათა არ მივცეთ უფლება აზერბაიჯანელ პროვოკატორებს აფრიალონ დროშები ქართულ მიწაზე!


ჩვენ, ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" აქ ვართ და აქედან არსად მივდივართ! მოგიწოდებთ თქვენც იგივე გააკეთოთ!


პ.ს. აზერბაიჯანული დელეგაცია მოფრინდა. გუშინ უდაბნოს მონასტერთან შეთანხმებული და აღმართული საქართველოს დროშა მოხსნილია, ალბათ აზერბაიჯანელების არგაღიზიანების მოტივით.


უდაბნოს მონასტერი დარჩება დაკეტილი, ჩიჩხიტურს სავარაუდოდ გახსნიან. ჩვენ აქ ვართ და ფეხსაც არ მოვიცვლით აქედან.

ძალა ერთობაშია!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!" - წერს დავით ქაცარავა.

წაკითხვა 1996 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.