"მხოლოდ ერთმანეთს უნდა ენდონ და ნაბიჯ-ნაბიჯ მათი სათავეში მოსვლით გვეშველება ყველას"

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ჩემი უდიდესი სურვილია, იმ ახალგაზრდებმა, ვინც ფიზიკურად დააზიანეს და იმ ახალგაზრდებმა, ვინც დაინახეს, როგორ ესროდნენ სახეში ტყვიებს მათ თანატოლებს და გაქცევა, ფეხის მოცვლა არ უფიქრიათ, უნდა შეკრან ახალი ძალა და მოვიდნენ პარლამენტში შემდეგ არჩევნებზე. თუნდაც ათი ადამიანი იყოს ამის მსურველი. ათი ადამიანი უკვე დიდი ძალაა და თუ მეტი იქნებიან, მით უკეთესი. მხოლოდ მათი მჯერა. ვიცი, არასდროს გაყიდიან ქვეყანას, შეუპოვრები, ღირებულების მატარებლები და ძლიერები არიან. ეს არ ისწავლება და არ შეიძინება. დანარჩენი ყველაფერი წერია წიგნებში. მხოლოდ ერთმანეთს უნდა ენდონ და ნაბიჯ-ნაბიჯ მათი სათავეში მოსვლით გვეშველება ყველას. მათში ვხედავ ამ ქვეყნის მომავალს. მათ უკვე გაიღეს სისხლი საქართველოს თავისუფლებისთვის და უკვე დაამტკიცეს, რომ ერთმანეთს არასდროს დატოვებენ მარტო, ტყვიების პირისპირ. 

 


სხვანაირად ამ რაღაც ნულოვანი პროპორციით თუ რაცაა, ყველაფერი იგივე იქნება, ათასი ჯურის ძირნაყარი ავანტიურისტი მოსკუპდება ისევ,"- წერს ნათია ფანჯიკიძე.

წაკითხვა 187 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.