ამ გვერდის ამობედვა

"დუმილი ამ შემთხვევაში არ არის ოქრო, პირიქით, ჟანგდება და დროა ყველას ჩამოეხსნას ნიღაბი"

მამა პეტრე კოლხი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

"ვისაც არც პრაიდის ჩატარება მოგვწონს, არც კომბლებით სირბილი და მართლმადიდებლობის დაცვა თავ-პირის მტვრევის მცდელობით, ის ხალხი სად შევიკრიბოთ?! 


კიდევ ისინი, ვისი შვილებიც პატარა ასაკში შეურაცხყოფებით და მუქარებით ლამის სიკვდილის პირამდე რომ მიიყვანეს და თვითონ შემოსილები მორალს გვიკითხავენ, რა ვქნათ, პროტესტის რა ფორმებს მივმართოთ?! 


უკვე მართლა ვფიქრობ, რომ დუმილი ამ შემთხვევაში არ არის ოქრო, პირიქით, ჟანგდება და დროა ყველას ჩამოეხსნას ნიღაბი... 


ვატყობ, რომ მალე არ გავჩუმდები!.."- წერს მამა პეტრე.

წაკითხვა 673 ჯერ