"დღეს, ეკა ბესელია ნამდვილად მსხვერპლია, მაგრამ ეს ვერ ათეთრებს მის წარსულს"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი თინა ბოკუჩავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"2012 წელს, მერვე მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო იმ დადგენილების მიღება, რომლითაც სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, პატიმრობიდან გათავისუფლდნენ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირები. მე მცხვენოდა. ხელისუფლების მტერთან კოლაბორაციონიზმე ვსაუბრობდით ოპოზიცია, მაგრამ დადგენილების ავტორს არ ანაღვლებდა ოპოზიციის ყიჟინი. დადგენილების ავტორი ეკა ბესელია იყო. დღეს ის ანტისაოკუპაციო მიტინგის სპიკერია.

სოლიდარული ვარ მის მიმართ წარმოებული უბინძურესი კამპანიის გამო. ხელისუფლებამ (პარდონ, ბორიამ, ჩვენ ხომ ხელისუფლება არ გვყავს), უკადრებელი იკადრა. ახალი ფსკერი დაამკვიდრა ბორისის რჩეულმა მინისტრმა და ვიცე პრემიერმა. ქალმა. დღეს ეკა ბესელია ნამდვილად მსხვერპლია. მაგრამ ეს ვერ ათეთრებს მის წარსულს. ეს ვერ შლის ჩვენს მეხსიერებას. ეს ვერ ამართლებს შკრილნიკოვს. და მე ვფიქრობ, რომ ესეც #სირცხვილია, "- წერს თინა ბოკუჩავა.

წაკითხვა 1143 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.