ამ გვერდის ამობედვა

"რუსისგან დაპყრობილ ქართულ მიწას ოკუპირებული ჰქვია, ხოლო ჩინელზე, არაბზე, თურქზე და ირანელზე გაყიდულს პროგრესი"

ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"--- ტვინოკუპაცია ---

 

რუსისგან დაპყრობილ ქართულ მიწას ოკუპირებული ქვია, ხოლო ჩინელზე, არაბზე, თურქზე და ირანელზე გაყიდულს პროგრესი. აფხაზეთი და ზემო ქართლი ოკუპირებულია, ხოლო ტაო კლარჯეთი, გარეჯი ან ლორე არა. ასე ფიქრობს ახალგაზრდობის დიდი ნაწილი, ანუ საქართველოს მომავალი და ასეთ აზრს უფროსი თაობის ქოცნაც არმია უსხამს წყალს. ერის დიდ ნაწილს კი საერთოდ არ აღელვებს ეს ვაქჰანალიურობა და სარჩოს მოპოვებითაა დაკავებული.

 

მოკლედ რომ შევაფასოთ რეალობა და ახალი ქართველების პატრიოტობა, ის ასეთ პოლიტფორმულას მოგვცემს --- ,,ოღონდ რუსს არ დარჩეს საქართველო და წყალსაც წაუღია საქართველო". ხო მოგწონთ? მეორენაირადაც შეიძლება ითქვას ქართველების ეს ,,გენიალური,, გეოპოლიტიკური ხედვა --- ,,ოღონდ მედასავლეთე ვიყო და წყალსაც წაუღია საქართველო,,. ამ ფონზე კი ყველა მომავლის ფუჭი იმედით გულხელდაკრეფილ ქართველს გეტყოდით სათქმელს, მაგრამ აქ უხერხულია, თქვე ტვინოკუპირებულებო,"-  წერს გურამ ქართველიშვილი"

წაკითხვა 574 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 09 2019