"ტელეკომპანია “მთავარი არხი” დაფუძნდა, საკონტროლო პაკეტის მფლობელი და დირექტორი მე გახლავართ "

"რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხი" დაფუძნდა. ის საჯარო რეესტრის დოკუმენტსაც აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიის 51%-ს ნიკა გვარამია ფლობს, 49%-ს კი კახაბერ ანჯაფარიძე. ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაა, ფინანსური დირექტორი ირაკლი ნიჟარაძე, დირექტორებად კი დიმიტრი საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილია მითითებული.

 

"მაშ ასე, ტელეკომპანია “მთავარი არხი” დაფუძნდა. საკონტროლო პაკეტის მფლობელი და დირექტორი გახლავართ მე, თქვენი მონა მორჩილი წილების ეს კომპიზიცია დროებითია და პირობითი. მალე გაიგებთ ინვესტორების, შენობის, სიხშირის და, თქვენი დიდი იმედი გვაქვს, ანგარიშის შესახებ, რომელზე თქვენი შემონატანი ერთი ლარიც კი ძალიან დაგვეხმარება ჩვენ და იქნება ინვესტიცია საქართველოს დასავლურ და დემოკრატიულ მომავალში. მაშ ასე, ჩვენ ვიწყებთ! ძალიან მალე ეთერში! უფრო ადრე, ვიდრე გგონიათ," - წერს გვარამიას სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 890 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.